დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

   "თელასის" განცხადებით, დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, რისი მიზეზიც სარემონტო სამუშაოებია. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის  III,  IV და V  კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების 3220 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, გვეტაძის, აგლაძის და გაფრინდაულის ქუჩების 405 აბონენტს. 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, მშენებელთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღი II-ის დასახლების,  ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის და ქაიროს  ქუჩების 4490 აბონენტს.

 

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის III კვარტლის, ვარკეთილის მასივის "დ" ქუჩის, ქაიროს და ნავთლუღი 2 დასახლების IV ქუჩის 602 აბონენტს. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და ჩიქოვანის ქუჩების 662 აბონენტს.

 

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების  გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VI და VII კვარტლების, ნუცუბიძის, შავგულიძის, ფხაკაძის, სანდრო ეულის და უნივერსიტეტის  ქუჩების 3509 აბონენტს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, ილურიძის, ლომთათიძის, ეკა ბეჟანიშვილის, იმერეთის და ჯავის ქუჩების 678 აბონენტს. 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების , მთისძირის და უშაკოვის ქუჩების 236 აბონენტს.

 

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების 1665 აბონენტს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის 174 აბონენტს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის 84 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის 263 აბონენტს. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ახუნდოვის, ფირდოუსის, შუშინის და გრიშაშვილის ქუჩების 163 აბონენტს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: