ივერიონი / ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" 2015 წელს ეკვადორის რესპუბლიკაში ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" 2015 წელს ეკვადორის რესპუბლიკაში ჩატარდება

  ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" 2015 წლის 18-28 თებერვალს ეკვადორის რესპუბლიკაში გაიმართება.

  ამის შესახებ "რესპუბლიკა ძ"-ის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

  ნიკიტა მარშუნოკის ცნობით, "კაზანტიპის მოქალაქეობის" მსურველებს რეგისტრაციის გავლა მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე შეუძლიათ.

  კაზანტიპი 2014 წლის ზაფხულში საქართველოში, ანაკლიაში ჩატრდა. მანამდე ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ყირიმი მასპინძლობდა.

13-09-2014, 14:09
უკან დაბრუნება