ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" 2015 წელს ეკვადორის რესპუბლიკაში ჩატარდება
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" 2015 წლის 18-28 თებერვალს ეკვადორის რესპუბლიკაში გაიმართება.
ამის შესახებ "რესპუბლიკა ძ"-ის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ნიკიტა მარშუნოკის ცნობით, "კაზანტიპის მოქალაქეობის" მსურველებს რეგისტრაციის გავლა მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე შეუძლიათ.
კაზანტიპი 2014 წლის ზაფხულში საქართველოში, ანაკლიაში ჩატრდა. მანამდე ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ყირიმი მასპინძლობდა.