ივერიონი / უკრაინაში რუსული კიდევ ერთი "ჰუმანიტარული დახმარების" კოლონა შევიდა

უკრაინაში რუსული კიდევ ერთი "ჰუმანიტარული დახმარების" კოლონა შევიდა

  როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian.net ავრცელებს, უკრაინის ტერიტორიაზე 200-მდე რუსული "კამაზის" მარკის სატვირთო შევიდა, რომელსაც რუსეთი "ჰუმანიტარულ დახმარებას" უწოდებს. ასევე ცნობილია, რომ 70-მდე სატვირთო უკვე ქალაქ ლუგანსკშია, ამის შესახებ კი "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში" აცხადებენ. "წითელი ჯვრის" განცხადებით, "ჰუმანიტარულ დახმარებას" შემოწმება არ ჩატარებია, შესაბამისად მათი წარმომადგენლები კოლონაში არ იმყოფებოდნენ.

13-09-2014, 14:21
უკან დაბრუნება