როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian.net ავრცელებს, უკრაინის ტერიტორიაზე 200-მდე რუსული "კამაზის" მარკის სატვირთო შევიდა, რომელსაც რუსეთი "ჰუმანიტარულ დახმარებას" უწოდებს. ასევე ცნობილია, რომ 70-მდე სატვირთო უკვე ქალაქ ლუგანსკშია, ამის შესახებ კი "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში" აცხადებენ. "წითელი ჯვრის" განცხადებით, "ჰუმანიტარულ დახმარებას" შემოწმება არ ჩატარებია, შესაბამისად მათი წარმომადგენლები კოლონაში არ იმყოფებოდნენ.
უკრაინაში რუსული კიდევ ერთი "ჰუმანიტარული დახმარების" კოლონა შევიდა
გააზიარე სტატია








