ივერიონი / თურქეთში ავარიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში ავარიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

   უბედური შემთხვევა მოხდა თურქეთში - 13 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად, 28 - დაშავებულია.

   შემთხვევა ისპარტა-სტამბულის გზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

   რამდენიმე ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. დაშავებულები ანტალიისა და ისპარტის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

14-09-2014, 16:05
უკან დაბრუნება