Sony Xperia TL არის ახალი მობილური ტელეფონი, რომლის გამოსვლასაც Sony-ის მომხმარებლები დიდხანს ელოდნენ. იგი სიძლიერესა და კარგ ხარისხთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ ის Sony-ის საუკეთესო ამერიკული სმარტფონია.
აღჭურვილია 1.5GHz dual-core Snapdragon S4 პროცესორით, კამერით, რომელიც მაღალი ხარისხის სურათების გადაღების საშუალებას იძლევა, რაც მას უფრო გამოყენებადს და სანდომიანს ხდის. როგორც ამბობენ, Sony Xperia TL-მა, თავისივე ღირებულების მობილურ ტელეფონებში, HTC One X-სა და Samsung’s Galaxy S3-საც აჯობა.
ერთი შეხედვით, Xperia TL-ი რაიმე განსაკუთრებული დიზაინით არ გამოირჩვა, ჩვეულებრივი მართკუთხა ფორმა, რომელიც ანდროიდების ნაწარმებისთვისაა დამახასიათებელი. სიგრძეში 5.1 ინჩი, სიგანე 2.6, ხოლო სისქე 0.4 ინჩი. ამ პარამეტრებით მას Xperia Ion(5.2 x 2.7 x 0.4 inches)-საც ამსგავსებენ. ახალი მობილური ტელეფონი გადაწყვეტილია მეტალის დიზაინში და აღჭურვილია 4.55-inch LCD მონიტორით, რომლის ეკრანული გაფართოებაა 1,280x720 პიქსელი.
მისმა შემქმნელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მოწყობილობა ნამდვილ Google-თან სამუშაო მოწყობილობასაც დამსგავსებოდა და გამოუვიდათ კიდეც. Xperia TL-ის საშუალებით შეგვიძლია თავისუფლად ვიმუშაოდ ყველა Google-ის სტანდარტულ აპლიკაციასთან, როგორებიცაა: Gmail, Google map და Google Navigation.
მის ღირსებებად მიჩნეულია ძლიერი და უსწრაფესი პროცესორი, ხანგრძლივი სიცოცხლის ბატარეა და ძლიერი კამერა. სუსტ მხარეებზე საუბრისას კი მხოლოდ მის კონსერვატიულ დიზაინს ასახელებენ.