Sony-ის ახალი მობილური მიზანში არტყამს

Sony-ის  ახალი  მობილური  მიზანში არტყამს

 Sony Xperia TL არის ახალი მობილური ტელეფონი, რომლის გამოსვლასაც Sony-ის მომხმარებლები  დიდხანს ელოდნენ. იგი  სიძლიერესა და კარგ ხარისხთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ ის Sony-ის საუკეთესო ამერიკული სმარტფონია.

 

აღჭურვილია 1.5GHz dual-core Snapdragon S4 პროცესორით, კამერით, რომელიც მაღალი ხარისხის სურათების გადაღების საშუალებას იძლევა, რაც მას უფრო გამოყენებადს და სანდომიანს ხდის. როგორც ამბობენ, Sony Xperia TL-მა, თავისივე ღირებულების მობილურ ტელეფონებში, HTC One X-სა და Samsung’s Galaxy S3-საც აჯობა.

 

 

 

ერთი შეხედვით, Xperia TL-  რაიმე განსაკუთრებული დიზაინით არ გამოირჩვა, ჩვეულებრივი მართკუთხა ფორმა, რომელიც ანდროიდების ნაწარმებისთვისაა დამახასიათებელი. სიგრძეში  5.1 ინჩი, სიგანე 2.6, ხოლო სისქე 0.4 ინჩი. ამ პარამეტრებით მას Xperia Ion(5.2 x 2.7 x 0.4 inches)-საც ამსგავსებენ. ახალი მობილური ტელეფონი გადაწყვეტილია მეტალის დიზაინში და აღჭურვილია 4.55-inch LCD მონიტორით, რომლის ეკრანული გაფართოებაა 1,280x720 პიქსელი.

 

 

მისმა შემქმნელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მოწყობილობა ნამდვილ Google-თან სამუშაო მოწყობილობასაც დამსგავსებოდა და გამოუვიდათ კიდეც. Xperia TL-ის  საშუალებით შეგვიძლია თავისუფლად ვიმუშაოდ ყველა Google-ის სტანდარტულ აპლიკაციასთან, როგორებიცაა: Gmail, Google map და Google Navigation. 

 

 

მის ღირსებებად მიჩნეულია ძლიერი და უსწრაფესი პროცესორი, ხანგრძლივი სიცოცხლის ბატარეა და ძლიერი კამერა. სუსტ მხარეებზე საუბრისას კი მხოლოდ მის კონსერვატიულ დიზაინს ასახელებენ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: