სასჯალაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კომენატრს აკეთებს.
"სასჯელაღსრულების სისტემაში წესრიგის დამყარების ის ფორმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობას" გააჩნდა, რაც ითვალისწინებდა წამებას, სიცოცხლის წართმევას - ამ ყველაფრის გასამართლებლად, რასაკვირველია, ხდება თემების დამძიმება",-აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე აუდიოფაილი გამოქვეყნდა. როგორც გადაცემაში აღინიშნა, ჩანაწერები, ძირითადად, 2013 წელსაა გაკეთებული.