გია ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობის" ციხეებში წესრიგის დამყარების ფორმის გასამართლებლად თემების დამძიმება ხდება!
სასჯალაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კომენატრს აკეთებს.
"სასჯელაღსრულების სისტემაში წესრიგის დამყარების ის ფორმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობას" გააჩნდა, რაც ითვალისწინებდა წამებას, სიცოცხლის წართმევას - ამ ყველაფრის გასამართლებლად, რასაკვირველია, ხდება თემების დამძიმება",-აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდენიმე აუდიოფაილი გამოქვეყნდა. როგორც გადაცემაში აღინიშნა, ჩანაწერები, ძირითადად, 2013 წელსაა გაკეთებული.