ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა. მას სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს და "სირცხვილის დერეფანში" გაატარეს. კურტანიძემ შენობაში შესვლა სამართალდამცავების დახმარებით მოახერხა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, შენობის პერიმეტრზე რჩებიან მოჭიდავეები, რომლებიც კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ.