ლუკა კურტანიძე "სირცხვილის დერეფანში" გაატარეს

ლუკა კურტანიძე "სირცხვილის დერეფანში" გაატარეს

   ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა. მას სპორტსმენებმა კვერცხები დაუშინეს და "სირცხვილის დერეფანში" გაატარეს.  კურტანიძემ  შენობაში შესვლა  სამართალდამცავების დახმარებით მოახერხა.

    ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, შენობის პერიმეტრზე რჩებიან მოჭიდავეები, რომლებიც კურტანიძის  გადადგომას  მოითხოვენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: