ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ საინტერესო ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს პოლიტიკას ეხება. თემის აქტუალობიდან გამომდინარე "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ გიორხელიძის ფეისბუქ სტატუსს.
"აშშ-ს თავდაცვის ყოფილი ორი მინისტრი, რომლებსაც ეს პოსტი ეკავათ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, -ლეონ პანეტა და ძალიან ჭკვიანი რობერტ გეიტსი, -
თეთრ სახლს ადანაშაულებენ, როგორც მთავარ დამნაშავეს "ისლამური სახელმწიფოს" (ე.წ. "იგილ"-ის) გაძლიერებაში.გეიტსი გაკვირვებულია ობამას მიერ სამხედრო ოპერაციის მთავარ მიზნად ამ ტერორისტული დაჯგუფების განადგურების გამოცხადებით!გეიტსმა შ ე ა ხ ს ე ნ ა პრეზიდენტს, რომ "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ აშშ-მ მიმართა მთელი თავისი ძალა, მაგრამ...11 სექტემბრის შემდეგ, უკვე 13 წელია, "ალ-ქაიდა" ცოცხალია.ჰილარი კლინტონმა კი: "აშშ-ს არ გააჩნია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა"-ო!
აი, .CIA-ს (ანუ, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) ყოფილმა შეფმა, გენერალმა მაიკლ ჰაიდენმა კი საერთოდ უხეშად შეაფასა მიმდინარე პროცესები. მან ერაყში აშშ-ს საჰაერო ოპერაციები შემთხვევით სექსს შეადარა: "წარმოიქმნება კმაყოფილების განცდა, მაგრამ, ამასთან, - არანაირი ვალდებულებები"... იგი აშშ-ს ახლანდელ მოქმედებას სისუსტის გამოხატულებად მიიჩნევს"!