ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დემურ გიორხელიძე: ყველაზე მძიმეწონოსნები შეტევაზე გადავიდნენ!

დემურ გიორხელიძე: ყველაზე მძიმეწონოსნები შეტევაზე გადავიდნენ!

   ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ საინტერესო ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს პოლიტიკას ეხება. თემის აქტუალობიდან გამომდინარე  "ივერიონი"  უცვლელად გთავაზობთ გიორხელიძის ფეისბუქ სტატუსს.


  "აშშ-ს თავდაცვის ყოფილი ორი მინისტრი, რომლებსაც ეს პოსტი ეკავათ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, -ლეონ პანეტა და ძალიან ჭკვიანი რობერტ გეიტსი, -
თეთრ სახლს ადანაშაულებენ, როგორც მთავარ დამნაშავეს "ისლამური სახელმწიფოს" (ე.წ. "იგილ"-ის) გაძლიერებაში.გეიტსი გაკვირვებულია ობამას მიერ სამხედრო ოპერაციის მთავარ მიზნად ამ ტერორისტული დაჯგუფების განადგურების გამოცხადებით!გეიტსმა შ ე ა ხ ს ე ნ ა პრეზიდენტს, რომ "ალ-ქაიდას" წინააღმდეგ აშშ-მ მიმართა მთელი თავისი ძალა, მაგრამ...11 სექტემბრის შემდეგ, უკვე 13 წელია, "ალ-ქაიდა" ცოცხალია.ჰილარი კლინტონმა კი: "აშშ-ს არ გააჩნია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა"-ო!
აი, .CIA-ს (ანუ, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) ყოფილმა შეფმა, გენერალმა მაიკლ ჰაიდენმა კი საერთოდ უხეშად შეაფასა მიმდინარე პროცესები. მან ერაყში აშშ-ს საჰაერო ოპერაციები შემთხვევით სექსს შეადარა: "წარმოიქმნება კმაყოფილების განცდა, მაგრამ, ამასთან, - არანაირი ვალდებულებები"... იგი აშშ-ს ახლანდელ მოქმედებას სისუსტის გამოხატულებად მიიჩნევს"!

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: