ოზურგეთს,  სტიქიის შედეგად  6 მილიონი ლარის  ზარალი მიადგა. ამის შესახებ ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.  
  "წუხელ, მთელ ღამეს მუშაობდა შესაბამისი სამსახურები, დღეს დილით 08:00 საათის მდგომარეობით 6 მილიონი ლარი სჭირდებოდა ოზურგეთის რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზე, გზებსა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე. დღეს საქართველოს მთავრობამ უკვე იმსჯელა და ჩვენ დაგვევალა 6 მილიონი ლარი გამოვყოთ",-განაცხადა ხადურმა. 
ცნობისთვის, ძლიერმა  წვიმამ ოზურგეთში წყალდიდობა გამოიწვია.