ოზურგეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, მთავრობა 6 მილიონ ლარს გამოყოფს
ოზურგეთს, სტიქიის შედეგად 6 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.
"წუხელ, მთელ ღამეს მუშაობდა შესაბამისი სამსახურები, დღეს დილით 08:00 საათის მდგომარეობით 6 მილიონი ლარი სჭირდებოდა ოზურგეთის რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზე, გზებსა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე. დღეს საქართველოს მთავრობამ უკვე იმსჯელა და ჩვენ დაგვევალა 6 მილიონი ლარი გამოვყოთ",-განაცხადა ხადურმა.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ ოზურგეთში წყალდიდობა გამოიწვია.