პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 2 წელს აფასებს.
"გამოწვევად რჩება ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, უმუშევრობის დაძლევა, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ის საკითხები, რომლებიც არის და უნდა იყოს ხელისუფლების ყოველდღიური საზრუნავი.
რაც შეეხება ძირითად მიღწევებს - დემოკრატიის ხარისხი, თავისუფალი არჩევნები, რაც ჩატარდა. ის, რომ მედია თავისუფალია, ის, რომ სასამართლო ხელისუფლება თავისუფალია პროკურატურის და ზოგადად, პოლიტიკური წნეხისგან",-აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" მოიგო. მათ ხმა მისცა მილიონ 184 588 ამომრჩეველმა, რისი პროცენტული მაჩვენებელიც 54,85-ია. "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არჩევანი ამომრჩეველთა 40,43%-მა გააკეთა, რაც 872 336 ამომრჩეველს უდრის.