თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა განახლდება.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება და ბრალდების მხარის 10-მდე მოწმე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია "თბილისერვის ჯგუფში" პარტიული მიზნებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ფიქტიურ დასაქმებაზე.
საქმე ე.წ. "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდს შეეხება.