საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხივლა განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა განახლდება.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება და ბრალდების მხარის 10-მდე მოწმე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია "თბილისერვის ჯგუფში" პარტიული მიზნებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ფიქტიურ დასაქმებაზე.
საქმე ე.წ. "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდს შეეხება.