თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებით, მერიის მაღალჩინოსნები სექტემბრიდან სახელფასო დანამატებს იღებენ.
ბრძანებულების მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 ათას ლარს შეადგენს.
აღნიშნული თანხა 26-ს ადამიანზე ნაწილდება. სიაში არიან მერის მოადგილეები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, აპარატის უფროსები. თუმცა მათ შორის არ არის თავად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.
განკარგულების თანახმად, დანამატს მერიის თანამშრომლები წლის ბოლომდე აიღებენ.