მერიის მაღალჩინოსნები სექტემბრიდან სახელფასო დანამატებს იღებენ
თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებით, მერიის მაღალჩინოსნები სექტემბრიდან სახელფასო დანამატებს იღებენ.
ბრძანებულების მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 ათას ლარს შეადგენს.
აღნიშნული თანხა 26-ს ადამიანზე ნაწილდება. სიაში არიან მერის მოადგილეები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, აპარატის უფროსები. თუმცა მათ შორის არ არის თავად დედაქალაქის მერი დავით ნარმანია.
განკარგულების თანახმად, დანამატს მერიის თანამშრომლები წლის ბოლომდე აიღებენ.