აკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მერიის თანამშრომლების ატესტაციას ეწინააღმდეგება. როგორც აბესაძე აცხადებს, უნდა დადგინდეს, ახდენენ თუ არა ნარმანია და მისი გუნდი თანამშრომლებზე ზეწოლას.
"გარდა იმისა, რომ ჩვენ ზოგადად ვეწინააღმდეგებით ამ პროცესის მიმდინარეობას, ჩვენ გვექნება კონკრეტული შენიშვნები დებულებასთან მიმართებაშიც, მათ შორის იმასთან მიმართებაშიც, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს გასაუბრება ან საერთოდ უნდა ჩატარდეს თუ არა ის.
მთლიანად ამ პროცესის მიმდინარეობა ჩვენთვის მიუღებელია, მანამ, სანამ არ იქნება გამოძიებული და დამტკიცებული მართლაც ახდენს, თუ არა ნარმანია და მისი სამთავრობო გუნდი თანამშრომლებზე დანაშაულებრივ ზეწოლას",- განაცხადა აბესაძემ.
ცნობისთვის, დღეს საკრებულოში მერიის თანამშრომლების საატესტაციო კომისიის მუშაობის პრინციპებს განიხილავენ.