ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ირაკლი აბესაძე: ამ პროცესის მიმდინარეობა ჩვენთვის მიუღებელია!

ირაკლი აბესაძე: ამ პროცესის მიმდინარეობა ჩვენთვის მიუღებელია!

  აკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე  მერიის თანამშრომლების ატესტაციას ეწინააღმდეგება. როგორც აბესაძე აცხადებს, უნდა დადგინდეს, ახდენენ თუ არა ნარმანია და მისი გუნდი თანამშრომლებზე ზეწოლას. 

 

  "გარდა იმისა, რომ ჩვენ ზოგადად ვეწინააღმდეგებით ამ პროცესის მიმდინარეობას, ჩვენ გვექნება კონკრეტული შენიშვნები დებულებასთან მიმართებაშიც, მათ შორის იმასთან მიმართებაშიც, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს გასაუბრება ან  საერთოდ უნდა ჩატარდეს თუ არა ის.

 

  მთლიანად ამ პროცესის მიმდინარეობა ჩვენთვის მიუღებელია, მანამ, სანამ არ იქნება გამოძიებული და დამტკიცებული მართლაც ახდენს, თუ არა ნარმანია და მისი სამთავრობო გუნდი თანამშრომლებზე დანაშაულებრივ ზეწოლას",- განაცხადა აბესაძემ. 

 

  ცნობისთვის, დღეს საკრებულოში მერიის თანამშრომლების საატესტაციო კომისიის მუშაობის პრინციპებს განიხილავენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: