უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა სავარაუდოდ კანონით განისაზღვრება. ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, ახალი ინიციატივით სასამართლოების თავმჯდომარეებს იმავე სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ. აღნიშნულ ცვლილებათა დეტალები თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიას გააცნო და როგორც თავად აცხადებს მოიწონეს კიდეც.
"ვენეციის კომისიამ ეს რეფორმა მოიწონა და მოგვცა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ რეფორმის ესა თუ ის მუხლი, იმისთვის რომ დებულებები იყოს უფრო ნათელი და დახვეწილი. ერთადერთი აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და ვენეციის კომისიის წევრებს შორის გახლავთ ის რომ, ისინი მაინც ფიქრობდნენ, რომ მოსამართლეები არ უნდა მუშაობდნენ გამოსაცდელი ვადით. ისინი დანიშვნის დღიდან უნდა იყვნენ მუდმივად დანიშნული მოსამართლეები, თუმცა ქართული კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება რომ მოსამართლემ სამი წლის განმავლობაში აჩვენოს, რომ ის არის პროფესიონალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი." - აცხადებს თეა წულუკიანი.