ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ქალთა გახშირებულ მკვლელობას "facebook"-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება .
როგორც გოცირიძე აცხადებს ცოლების მკვლელობის სამნაირი ახსნა იკვეთება.
"ცოლების გახშირებული მკვლელობების სამნაირი ახსნა გამოიკვეთა:
1. ყველა მკვლელობას აქვს თავისი მიზეზი!
ანუ, ხომ შეიძლება მოსაკლავი ყოფილიყო.
მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა მოეკლა. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. ან, უფრო რაციონალურად- ვინ მისცა ამისი იურიდიული უფლება! ( ბესელიას ლოგიკა).
2. ხედავთ რა უყვეს საწყალ ხალხს ციხეში. შევიდნენ ანგელოზებად, გამოვიდნენ მკვლელებდ! ან- ხალხი ისე გაამწარეს, მკვლელებად აქციეს! (ოცნებისტთა ლოგიკა).
3. მკვლელობების მატება ხელისუფლების შეცვლის ბრალია! ( ნაციონალური ლოგიკა).
თუმცა, მეტნაკლებად ყველა გრძნობს, რომ მთლად მასეც არ არის საქმე.
მოვლენების ( არა მხოლოდ ტრაგიკულის) შეფასებისას გამოვდივართ იქიდან, თუ რამდენად შეესაბამება ეს შეფასება ჩვენს პოლიტიკურ სიმპატიებს.
საცოდაობა ის არის, რომ სიმპატიები ციკლისებურია-განიცდის ცვალებადობას ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
ყველაზე დაუნდობელნი ყოფილი მომხრეები ხდებიან ხოლმე! იმედგაცრუებულები"!