ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რომან გოცირიძე: ცოლების გახშირებული მკვლელობების სამნაირი ახსნა იკვეთება!

რომან გოცირიძე: ცოლების გახშირებული მკვლელობების სამნაირი ახსნა იკვეთება!

  ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტი რომან გოცირიძე   ქალთა გახშირებულ მკვლელობას  "facebook"-ის საკუთარ გვერდზე   ეხმაურება .
  როგორც გოცირიძე აცხადებს ცოლების მკვლელობის სამნაირი ახსნა იკვეთება.


"ცოლების გახშირებული მკვლელობების სამნაირი ახსნა გამოიკვეთა:
1. ყველა მკვლელობას აქვს თავისი მიზეზი!
ანუ, ხომ შეიძლება მოსაკლავი ყოფილიყო.
მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა მოეკლა. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. ან, უფრო რაციონალურად- ვინ მისცა ამისი იურიდიული უფლება! ( ბესელიას ლოგიკა).
2. ხედავთ რა უყვეს საწყალ ხალხს ციხეში. შევიდნენ ანგელოზებად, გამოვიდნენ მკვლელებდ! ან- ხალხი ისე გაამწარეს, მკვლელებად აქციეს! (ოცნებისტთა ლოგიკა).
3. მკვლელობების მატება ხელისუფლების შეცვლის ბრალია! ( ნაციონალური ლოგიკა).
თუმცა, მეტნაკლებად ყველა გრძნობს, რომ მთლად მასეც არ არის საქმე.
 მოვლენების ( არა მხოლოდ ტრაგიკულის) შეფასებისას გამოვდივართ იქიდან, თუ რამდენად შეესაბამება ეს შეფასება ჩვენს პოლიტიკურ სიმპატიებს.
 საცოდაობა ის არის, რომ სიმპატიები ციკლისებურია-განიცდის ცვალებადობას ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
ყველაზე დაუნდობელნი ყოფილი მომხრეები ხდებიან ხოლმე! იმედგაცრუებულები"!

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: