ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის შეკოწიწება გაუჭირდა.
"ერთი-ორი მოწმე ძლივს მოძებნეს იმისათვის, რომ ის განაჩენი დამდგარიყო, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ გამოიტანა", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ცნობისთვის, დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, დასაქმებისა და კვარიათის აგარაკის ეპიზოდზე მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჭიაბერაშვილს 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.