ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საჩივარზე სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი
ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის სააპელაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის შეკოწიწება გაუჭირდა.
"ერთი-ორი მოწმე ძლივს მოძებნეს იმისათვის, რომ ის განაჩენი დამდგარიყო, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ გამოიტანა", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ცნობისთვის, დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, დასაქმებისა და კვარიათის აგარაკის ეპიზოდზე მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჭიაბერაშვილს 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.