ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი: ეს შენობა კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი იქნება!

პაატა ზაქარეიშვილი: ეს შენობა კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი იქნება!

  შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის პაატა ზაქარეიშვილისთვის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის განცხადება სოფელ მოხეში არსებულ შენობასთან დაკავშირებით, სადაც ბიბლიოთეკა უნდა გაკეთდეს, მისაღებია.

  "ურთიერთგამომრიცხავი საკითხებია, საჭიროა ამიტომ მოლაპარაკება, მუშაობა. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ ეს შენობა იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი. ადრე რა იყო ამას სჭირდება ღრმა შესწავლა იმიტომ, რომ ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს ერთს, მუსლიმი მოსახლეობა მეორეს",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

  გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის განცხადებით,  შენობა მუნიციპალიტეტს აწერია კულტურულ დაწესებულებად, ბალანსზეც ასე ერიცხება და შესაბამისად, შენობაში ბიბლიოთეკა გაკეთდება.

  ცნობისთვის, სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობა გუშინ, დაპირისპირების მიზეზი გახდა.

23-10-2014, 12:39
უკან დაბრუნება