პაატა ზაქარეიშვილი: ეს შენობა კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი იქნება!
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის პაატა ზაქარეიშვილისთვის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის განცხადება სოფელ მოხეში არსებულ შენობასთან დაკავშირებით, სადაც ბიბლიოთეკა უნდა გაკეთდეს, მისაღებია.
"ურთიერთგამომრიცხავი საკითხებია, საჭიროა ამიტომ მოლაპარაკება, მუშაობა. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ ეს შენობა იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი. ადრე რა იყო ამას სჭირდება ღრმა შესწავლა იმიტომ, რომ ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს ერთს, მუსლიმი მოსახლეობა მეორეს",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, შენობა მუნიციპალიტეტს აწერია კულტურულ დაწესებულებად, ბალანსზეც ასე ერიცხება და შესაბამისად, შენობაში ბიბლიოთეკა გაკეთდება.
ცნობისთვის, სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობა გუშინ, დაპირისპირების მიზეზი გახდა.