ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურა პროდუქციებზე ფასების უსაფუძვლო ზრდის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.
შტატების გენერალური პროკურორის ერიკ შნაიდერმანის განცხადებით, სტიქია "სენდის" შემდეგ ზოგიერთმა ობიექტმა ხელოვნურად გაზარდა ფასები, რაც ნიუ-იორკში კანონით ისჯება.
პროკურორისვე ინფორმაციით, შტატში უკვე 500 ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ბენზინზე, საკვებ პროდუქტებზე, წყალზე, ფარნებსა და ბატარეებზე დაუსაბუთებლად იყო ფასი გაზრდილი. ასევე ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დღის გატარება 269 დოლარის ნაცვლად 679 დოლარი გახდა. ბენზინი კი შტატებში დაახლოებით 20-30 პროცენტით არის გაძვირებული.