ივერიონი / ირმა ინაშვილი: ზოგიერთი ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადება სამარცხვინოა!

ირმა ინაშვილი: ზოგიერთი ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადება სამარცხვინოა!

  სამარცხვინოა ზოგიერთი ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომ ისინი 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" აქციას უერთდებიან. აღნიშნულ განცხადებას პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის პირად გვერდზე  აკეთებს.

   "სამარცხვინოა ზოგიერთი ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომ ისინი 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" აქციას უერთდებიან. უკიდურესად სამარცხვინოა. თუმცა, ხსენებული პარტიები მწამებელთა დაჯგუფების - "ნაციონალური მოძრაობის" დანამატის ფუნქციას რომ ასრულებდნენ და ასრულებენ, დიდიხანია ცნობილია. კოალიცია მაინც შექმენით და საჯაროდ გაერთიანდით, ამდენ კუკუ-დამალობანას", - წერს ინაშვილი.

29-10-2014, 12:12
უკან დაბრუნება