ირმა ინაშვილი: ზოგიერთი ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადება სამარცხვინოა!
სამარცხვინოა ზოგიერთი ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომ ისინი 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" აქციას უერთდებიან. აღნიშნულ განცხადებას პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აკეთებს.
"სამარცხვინოა ზოგიერთი ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის განცხადება, რომ ისინი 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" აქციას უერთდებიან. უკიდურესად სამარცხვინოა. თუმცა, ხსენებული პარტიები მწამებელთა დაჯგუფების - "ნაციონალური მოძრაობის" დანამატის ფუნქციას რომ ასრულებდნენ და ასრულებენ, დიდიხანია ცნობილია. კოალიცია მაინც შექმენით და საჯაროდ გაერთიანდით, ამდენ კუკუ-დამალობანას", - წერს ინაშვილი.