საქართველოს მთავრობამ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე 27 პროექტი დაამტკიცა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დადებითი გადაწყვეტილება კიდევ ხუთ პროექტთან დაკავშირებით მიიღო.
"აქედან ორი თბილისში სამშენებლო მასალების წარმოებას შეეხება, თითო-თითო ხელვაჩაურსა და ქუთაისში ელექტროშედუღებისთვის ელექტროდების და ლეიბების წარმოებას, მეხუთე კი მსხვილი მეცხოველეობის ფერმის შექმნას გულისხმობს, რომელიც 600 სულ პირუტყვზე იქნება გათვლილი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.