გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში რამდენიმე პროექტი დამტკიცდა!

გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში რამდენიმე პროექტი დამტკიცდა!

  საქართველოს მთავრობამ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე 27 პროექტი დაამტკიცა.

 

  საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,  დადებითი გადაწყვეტილება კიდევ ხუთ პროექტთან დაკავშირებით მიიღო.

  "აქედან ორი თბილისში სამშენებლო მასალების წარმოებას შეეხება, თითო-თითო ხელვაჩაურსა და ქუთაისში ელექტროშედუღებისთვის ელექტროდების და ლეიბების წარმოებას, მეხუთე კი მსხვილი მეცხოველეობის ფერმის შექმნას გულისხმობს, რომელიც 600 სულ პირუტყვზე იქნება გათვლილი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: