არასამთავრობობის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, არასწორია. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განცხადა.
ხმალაძის განცხადებთ, ვეტოს დადების შემთხვევაში, მოუწესრიგებელი რჩება რიგი საკითხები, რომელიც გამოძიების პროცესებს პრობლემებს შეუქმნის.
"მიმაჩნია, რომ არასამთავრობოების მოთხოვნები პრეზიდენტმა ამჯერად არ უნდა გაითვალისწინოს, არა იმიტომ, რომ ზოგადად მათი მოთხოვნა და მიდგომა, როგორ უნდა ხორციელდებოდეს ფარული მოსმენა არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში მოუწესრიგებელი რჩება ის ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია გამოძიების ჩასატარებლად. ჩვენ იმიტომ დავუჭირეთ მხარი ვადის გაგრძელებას, რომ ამ რამდენიმე თვეში იმის გათვალისწინებით, თუ როგორ პოლიტიკას განსაზღვრავს ევროკავშირი და ევროსაბჭო, დავადგინოთ ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვას და მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს სამართალდამცველებს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენონ ფარული მოსმენები", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.