ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ვახტანგ ხმალაძე: ვეტოს დადების შემთხვევაში გამოძიების ჩასატარებლად პრობლემები შეიქმნება!

ვახტანგ ხმალაძე: ვეტოს დადების შემთხვევაში გამოძიების ჩასატარებლად პრობლემები შეიქმნება!

 არასამთავრობობის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს,  არასწორია. განცხადება ამის შესახებ   პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განცხადა.

  ხმალაძის განცხადებთ, ვეტოს დადების შემთხვევაში, მოუწესრიგებელი რჩება რიგი საკითხები, რომელიც გამოძიების პროცესებს პრობლემებს შეუქმნის.

  "მიმაჩნია, რომ არასამთავრობოების მოთხოვნები პრეზიდენტმა ამჯერად არ უნდა გაითვალისწინოს, არა იმიტომ, რომ ზოგადად მათი მოთხოვნა და მიდგომა, როგორ უნდა ხორციელდებოდეს ფარული მოსმენა არასწორია, არამედ იმიტომ, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში მოუწესრიგებელი რჩება ის ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია გამოძიების ჩასატარებლად. ჩვენ იმიტომ დავუჭირეთ მხარი ვადის გაგრძელებას, რომ ამ რამდენიმე თვეში იმის გათვალისწინებით, თუ როგორ პოლიტიკას განსაზღვრავს ევროკავშირი და ევროსაბჭო, დავადგინოთ ისეთი წესი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვას და მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს სამართალდამცველებს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გამოიყენონ ფარული მოსმენები", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: