ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ბარაქ ობამა იქნება.
აშშ_ში არჩევნები 6 ნოებერს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ობამამ ამომრჩეველთა კოლეეგიის 275 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა.
უცხოური მედიის ცნობით, ამომრჩეველთა ხმათა რაოდენობით, მით რომნი ხმათა მინიმალური რაოდენობით უსწრებს ბარაქ ობამას, თუმცა, აშშ-ის არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ამომრჩეველთა კოლეგიაში ძალთა თანაფარდობას ენიჭება.
ბარაქ ობამამ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 275 ხმა მიიღო, ხოლო მით რომნიმ - 203.
ობამამ გაიმარჯვა საკვანძო შტატებში - ოჰაიოში, ფლორიდაში, ვირჯინიაში, აიოვაში, ორეგონსა და მასაჩუსეტში.
საკანონმდებლო ორგანოში ძალთა თანაფარდობა არ შეიცვლება. "დემოკრატიული პარტია" სენატში უმრავლესობას ინარჩუნებს, ხოლო წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობით "რესპუბლიკელები" იქნებიან წარმოდგენილნი.