ცხელი ამბავი

ამერიკის პრეზიდენტი კვლავ ბარაქ ობამა იქნება

ამერიკის პრეზიდენტი კვლავ ბარაქ ობამა იქნება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ბარაქ ობამა  იქნება.

 

აშშ_ში არჩევნები 6 ნოებერს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით,  ობამამ ამომრჩეველთა კოლეეგიის 275 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

უცხოური მედიის ცნობით, ამომრჩეველთა ხმათა რაოდენობით, მით რომნი ხმათა მინიმალური რაოდენობით უსწრებს ბარაქ ობამას, თუმცა, აშშ-ის არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ამომრჩეველთა კოლეგიაში ძალთა თანაფარდობას ენიჭება.

 

ბარაქ ობამამ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 275 ხმა მიიღო, ხოლო მით რომნიმ - 203. 

 

ობამამ გაიმარჯვა საკვანძო შტატებში - ოჰაიოში, ფლორიდაში, ვირჯინიაში, აიოვაში, ორეგონსა და მასაჩუსეტში.

 

საკანონმდებლო ორგანოში ძალთა თანაფარდობა არ შეიცვლება. "დემოკრატიული პარტია" სენატში უმრავლესობას ინარჩუნებს, ხოლო წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობით "რესპუბლიკელები" იქნებიან წარმოდგენილნი.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: