ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალების გაცნობას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებენ.
ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 10-ტომიანი საქმიდან დარჩა მხოლოდ სამი, რომლის გაცნობასაც, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებენ.
კითხვაზე, გაეცა თუ არა პასუხი მთავარ კითხვას - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებისას ადგილი ჰქონდა მკვლელობას თუ თვითმკვლელობას, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს კითხვა ძალაში რჩება და პასუხის გაცემა მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.