ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალების შესწავლას ოჯახის ადვოკატები დღეს დაასრულებენ

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალების შესწავლას ოჯახის ადვოკატები დღეს დაასრულებენ

  ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალების გაცნობას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებენ.


 ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 10-ტომიანი საქმიდან დარჩა მხოლოდ სამი, რომლის გაცნობასაც, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებენ.


  კითხვაზე, გაეცა თუ არა პასუხი მთავარ კითხვას - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებისას ადგილი ჰქონდა მკვლელობას თუ თვითმკვლელობას, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს კითხვა ძალაში რჩება და პასუხის გაცემა მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: