დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილს მოწმის სახით დაკითხავენ.
ბატიაშვილი საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, შესყიდვების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი, საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 28 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავებულებს გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
საქალაქო სასამართლომ ხუთივე მათგანს გუშინ, დახურულ სასამართლო სხდომაზე 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.