თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს დაკითხავენ

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს დაკითხავენ

 დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილს  მოწმის სახით დაკითხავენ.

 ბატიაშვილი საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

  შეგახსენებთ, შესყიდვების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი, საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 28 ოქტომბერს დააკავეს.
  დაკავებულებს გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
საქალაქო სასამართლომ ხუთივე მათგანს გუშინ, დახურულ სასამართლო სხდომაზე 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: