დღეს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", 12-დან 15 საათამდე გაიმართება კონფერენცია თემაზე:-"ექსტრადიციის პრობლემები საქართველოში". კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით განსახილველი თემებია: საერთაშორისო ნორმები ექსტრადიციის შესახებ, ექსტრადიციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ჩრდილოეთ კავკასიელების საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების პრობლემები, მსჯავრდებულ მიკაილ კადიევის სისხლის სამართლის საქმე და მისი რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე.
კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი უფლებადამცველები, ადვოკატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები
მონაწილეთა რეგისტრაცია 11:30 საათიდან დაიწყება.