"ექსტრადიციის პრობლემები საქართველოში"

"ექსტრადიციის პრობლემები საქართველოში"

   დღეს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", 12-დან 15 საათამდე გაიმართება კონფერენცია თემაზე:-"ექსტრადიციის პრობლემები საქართველოში". კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით განსახილველი თემებია: საერთაშორისო ნორმები ექსტრადიციის შესახებ, ექსტრადიციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ჩრდილოეთ კავკასიელების საქართველოდან რუსეთში ექსტრადი­რე­ბის პრობლემები, მსჯავრდებულ მიკაილ კადიევის სისხლის სამართლის საქმე და მისი რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე.

   კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი უფლებადამცველები, ადვოკატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები

    მონაწილეთა რეგისტრაცია 11:30 საათიდან დაიწყება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: