ბიუჯეტის ახალი პროექტის განხილვას როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
ეკონომიკის ექსპერტი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევვაში მთავარი პრობლემა ბიუჯეტის მნიშვნელობის არასწორად გაგებაა.
"სამწუხაროდ, ბევრს ბიუჯეტის მნიშვნელობა არასწორედ ესმის. ბიუჯეტში ბევრი ისეთი ნიუანსი იყო, რომელიც სრულებით ზედმეტია. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც არსებობს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. ეს ფონდი თავის დროზე შევარდნაძეს "პადხალიმებმა" შეუქმნეს, მერე მომდევნო ხელისუფლებასაც მოეწონა და დღევანდელი პრეზიდენტიც სიამოვნებით იყენებს", -განაცხადა ექსპერტმა "ივერიონთან" საუბრისას.
ექსპერტის თქმით, აუცილებელია არსებობდეს ე.წ. სარეზერვო ფონდი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, ვინ განკარგავს მას.
იაკობიძე თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიუჯეტი ხელისუფლების ფინანსური ქმედებების ერთიანობა წარმოადგენს და მასში არ ჩანს ხალხი. არადა, ბიუჯეტში მნიშვნელოვანია მოსახლეობის გადასახადებისგან შესული თანხა. "საქართველოში ბიუჯეტი არის ხელისუფლების არსებობის მტკიცებულება", _ ამბობს ექსპერტი.