ცხელი ამბავი
ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია ვინ მოთოკავს ველურ ბაზარს?!   ვინ ვინ გაწირა და როდის აეხდება სიმართლეს ფარდა? ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია ვინ მოთოკავს ველურ ბაზარს?!   ვინ ვინ გაწირა და როდის აეხდება სიმართლეს ფარდა?

დავით იაკობიძე: საქართველოში ბიუჯეტი არასწორად ესმით

დავით იაკობიძე: საქართველოში ბიუჯეტი არასწორად ესმით

ბიუჯეტის ახალი პროექტის განხილვას როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 

 

ეკონომიკის ექსპერტი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევვაში მთავარი პრობლემა ბიუჯეტის მნიშვნელობის არასწორად გაგებაა. 

"სამწუხაროდ, ბევრს ბიუჯეტის მნიშვნელობა არასწორედ ესმის. ბიუჯეტში ბევრი ისეთი ნიუანსი იყო, რომელიც სრულებით ზედმეტია. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც არსებობს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. ეს ფონდი თავის დროზე შევარდნაძეს "პადხალიმებმა" შეუქმნეს, მერე მომდევნო ხელისუფლებასაც მოეწონა და დღევანდელი პრეზიდენტიც სიამოვნებით იყენებს", -განაცხადა ექსპერტმა "ივერიონთან" საუბრისას.

 

ექსპერტის თქმით, აუცილებელია არსებობდეს ე.წ. სარეზერვო ფონდი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, ვინ განკარგავს მას. 

იაკობიძე თვლის, რომ  ჩვენს ქვეყანაში ბიუჯეტი ხელისუფლების ფინანსური ქმედებების ერთიანობა წარმოადგენს და მასში არ ჩანს ხალხი. არადა, ბიუჯეტში მნიშვნელოვანია მოსახლეობის გადასახადებისგან შესული თანხა. "საქართველოში ბიუჯეტი არის ხელისუფლების არსებობის მტკიცებულება", _ ამბობს ექსპერტი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: