ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილი:-"რეგიონებში ჩვენი პარტიის წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება ზეწოლები"

ალექსი პეტრიაშვილი:-"რეგიონებში ჩვენი პარტიის წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება ზეწოლები"

   ალექსი პეტრიაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროცესები უფრო რეგიონებში შეინიშნება.

   -"რეგიონებში ჩვენი პარტიის წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება ზეწოლები, სატელეფონო ზარები და მათ აიძულებენ არ დაესწრონ ხვალ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას და დატოვონ პარტიის რიგები. ასე იქცეოდნენ ნაციონალები და ამიტომაც ვებრძოდით მათ"-აცხადებს პეტრიაშვილი. 

 

7-11-2014, 18:10
უკან დაბრუნება