ალექსი პეტრიაშვილი:-"რეგიონებში ჩვენი პარტიის წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება ზეწოლები"
ალექსი პეტრიაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროცესები უფრო რეგიონებში შეინიშნება.
-"რეგიონებში ჩვენი პარტიის წევრებზე სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება ზეწოლები, სატელეფონო ზარები და მათ აიძულებენ არ დაესწრონ ხვალ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას და დატოვონ პარტიის რიგები. ასე იქცეოდნენ ნაციონალები და ამიტომაც ვებრძოდით მათ"-აცხადებს პეტრიაშვილი.