ივერიონი / მამუკა გიორგაძე:-"მთავრობამ "ნაციონალებს" მისცა რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება"

მამუკა გიორგაძე:-"მთავრობამ "ნაციონალებს" მისცა რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება"

  "სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე "ივერიონის" პრესკლუბში ბაჩო ახალაიას დღეს გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა , რომ სწორედ მთავრობამ მისცა "ნაციონალებს" რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება.

-"დღეს "ნაციონალური მოძრაობას" არ უნდა ჰქონდეს ასეთი იმიჯი მორგებული და მათ არ აქვთ აქციის ჩატარების და ციხეებიდან გულისამაჩუყებელი წერილების გამოგზავნის საშუალება. მათ არანაირი უფლება არ აქვთ გვესაუბრონ ჩვენ მორალზე იმ 9 წლიანი რეჟიმიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა ქართველმა ხალხმა".

 

 

11-11-2014, 13:07
უკან დაბრუნება